Monday, July 17, 2017

დღე მეცხრე

დასრულდა ეს დღეც. პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა. მიუხედავად იმისა, ცოტას ვღელავდით, იმდენად სასიამოვნო გარემო შეიქმნა, ხალისით გავედი პრეზენტაციის წარსადგენად. ტრენინგის ყველა მონაწილე და ბატონი დავითიც, რაღაცნაირად ახლობელი შეიქმნა ჩემთვის. მადლობა ყველას და ბატონ დავითს!

Saturday, July 15, 2017

დღე მერვე

სასიამოვნო გარემოში ჩაიარა დღევანდელმა დღემ , რადგან  შემოქმედებითი სახე ჰქონდა. გარდა იმისა, რომ თავი მოვუყარეთ მთლიან ჩვენს დავალებებს, ვისწავლეთ როგორ დავამაგროთ ჩვენს ბლოგში ნებისმიერი ვიდეო, ბმული, კლიპი. აგრეთვე ცალკე ვიდეოს ჩამოტვირთვა. გავეცანით დამხმარე ღილაკების მნიშვნელობებს. ვემზადებით პრეზენტაციისათვის. ძალიან მინდა, რომ ჩემი ნამუშევარი მოეწონოს ბატონ დავითს.

Thursday, July 13, 2017

დღე მეშვიდე

 ძალზე ნაყოფიერი გამოდგა დღე. გარდა იმისა, რომ განმტკიცების მიზნით, კარგად გავიმეორეთ განვლილი მასალა, ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, ვისწავლეთ საქაღალდეების ჩვენს  ბლოგზე განთავსება. როგორც ყოველთვის, კმაყოფილი დავრჩი დღევანდელი დღით.

Sunday, July 9, 2017

დღე მეექვსე

დღეს ვისაუბრეთ გარდნერის თეორიაზე. შევავსეთ სახალისო ტესტები, რითიც შესაძლებლობა გვეძლევა, ვიმუშაოთ ბავშვებთან, რათა გამოვავლინოთ ბავშვების შესაძლებლობების დონე და განვსაზღვროთ, როგორ ვიმუშაოთ ბავშვებთან. ვისწავლეთ საქაღალდეების ხელმისაწვდომობაზე., ელფოსტის პაროლის შეცვლაზე. ჩვენი ტრენერის დამსახურებაა, ის, რომ, ეს დღეც ნაყოფიერი გამოდგა.






Thursday, July 6, 2017

დღე მეხუთე

აღსანიშნავია დღევანდელი დღე თავისი შემოქმედებითი დატვირთვით. ვისწავლეთ, როგორ შევძლოთ საავტორო უფლებების დაცვა, ბლოგში სურათისა და ვიდეოს ჩასმა. მინდა აღვნიშნო, რომ ამინდიც შესანისნავი გამოდგა, გარეთ გრილოდა და არ გაგვიჭირდა აუდიტორიაში ყოფნა. ბატონი დავითიც დიდი მოთმინებით გვიხსნის, რასაც ვერ ვიგებთ.

თანამედროვე ზღაპარი