ნანას ბლოგი
saxeli
Monday, July 17, 2017
დღე მეცხრე
დასრულდა ეს დღეც. პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა. მიუხედავად იმისა, ცოტას ვღელავდით, იმდენად სასიამოვნო გარემო შეიქმნა, ხალისით გავედი პრეზენტაციის წარსადგენად. ტრენინგის ყველა მონაწილე და ბატონი დავითიც, რაღაცნაირად ახლობელი შეიქმნა ჩემთვის. მადლობა ყველას და ბატონ დავითს!
Saturday, July 15, 2017
დღე მერვე
Thursday, July 13, 2017
დღე მეშვიდე
ძალზე ნაყოფიერი გამოდგა დღე. გარდა იმისა, რომ განმტკიცების მიზნით, კარგად გავიმეორეთ განვლილი მასალა, ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, ვისწავლეთ საქაღალდეების ჩვენს ბლოგზე განთავსება. როგორც ყოველთვის, კმაყოფილი დავრჩი დღევანდელი დღით.
Sunday, July 9, 2017
დღე მეექვსე
დღეს ვისაუბრეთ გარდნერის თეორიაზე. შევავსეთ სახალისო ტესტები, რითიც შესაძლებლობა გვეძლევა, ვიმუშაოთ ბავშვებთან, რათა გამოვავლინოთ ბავშვების შესაძლებლობების დონე და განვსაზღვროთ, როგორ ვიმუშაოთ ბავშვებთან. ვისწავლეთ საქაღალდეების ხელმისაწვდომობაზე., ელფოსტის პაროლის შეცვლაზე. ჩვენი ტრენერის დამსახურებაა, ის, რომ, ეს დღეც ნაყოფიერი გამოდგა.
Thursday, July 6, 2017
დღე მეხუთე
აღსანიშნავია დღევანდელი დღე თავისი შემოქმედებითი დატვირთვით. ვისწავლეთ, როგორ შევძლოთ საავტორო უფლებების დაცვა, ბლოგში სურათისა და ვიდეოს ჩასმა. მინდა აღვნიშნო, რომ ამინდიც შესანისნავი გამოდგა, გარეთ გრილოდა და არ გაგვიჭირდა აუდიტორიაში ყოფნა. ბატონი დავითიც დიდი მოთმინებით გვიხსნის, რასაც ვერ ვიგებთ.
Subscribe to:
Posts (Atom)